GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

2013 წლის მარტის თვიდან ფუნქციონირება დაიწყო უახლესი ტექნოლოგიის NIR ლაბორატორიამ

2013 წლის მარტიდან “აგრო თრეიდინგ ჯორჯიაში“ ფუნქციონირებს NIR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უახლესი ლაბორატორია, რომელიც სარგებლობს Nutreco-ს შვილობილი კომპანიაMasterlab-ის ყოველდღიურად განახლებადი მონაცემთა ბაზით. რისი საშუალებითაც, შესაძლებელია, რამდენიმე წამში გამოვთვალოთ საკვები ნედლეულისა და მზა საკვების ქიმიური შემადგენლობა მაქსიმალური სიზუსტით.

ყველა ჩვენი პროდუქტი გადის ხარისხისა და ქიმიური შემადგენლობის მკაცრ კონტროლს, რაც გარანტია იმისა, რომ არ ჩამოვრჩეთ ევროპულ სტანდარტებს და დავაკმაყოფილოთ ქართული ფერმების მოთხოვნები ცხოველთა და ფრინველთა კვების სფეროში. ეს მოწყობილობა, გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქციის ხარისხის ყოველდღიურ კონტროლს, საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს ლაბორატორიის მომსახურების სერვისი უფასოდ და დავეხმაროთ მათი საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებაში.