ჩვენ შესახებ

GEO Eng Rus
ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

ჩვენ შესახებ

კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.

მისია

ჩვენ შესახებ

ნუტრიმაქსიწარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან საქმიანობს და მისი დანიშნულებაა ფერმერთა უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვებით, საკვებდანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით.

2016 წლის სექტემბერში გაიხსნანუტრიმაქსის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმო, რომლის წლიური წარმადობა დაახლოებით 50,000 ტონა საკვებია ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისათვის.

პროექტი განხორციელდა Trouw Nutrition-ის აქტიური ჩართულობით და კონსულტაციებით, რაც

უზრუნველყოფს ახალი ქარხნის შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან.

Trouw Nutrition მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მონაწილეობას ქარხნისა და წარმოების მართვის საკითხებში. ეს კი უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვისა და მომხმარებლისათვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას.

საკვები პროდუქცია, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობისა და მეთევზეობის სექტორზეა

გათვლილი, მოამარაგებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიასაც.

თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმო

TROUW NUTRITION-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში

Trouw Nutrition Hifeed გახლავთ მსოფლიო ლიდერი ცხოველთა საკვებად აუცილებელი პრემიქსებისა და მინერალების ინდუსტრიაში, რაც საშუალებას გვაძლევს, ნუტრიმაქსის მიერ წარმოებული  პროდუქცია იყოს მუდმივად უმაღლესი ხარისხის და ნებისმიერი მსოფლიო ინოვაცია სწრაფად და ეფექტიანად დაინერგოს ქართულ ბაზარზე.

2013 წლიდან კომპანია „ნუტრიმაქსსა“ და Trouw Nutrition-ს შორის გაფორმებულია Know-How შეთანხმება, რომელიც გულისხმობს მათი ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვას კომპანიასა და მომხმარებლებში. ამ შეთანხმების ფარგლებში კომპანიის სპეციალისტები გადიან გადამზადებას ჰოლანდიაში, Trouw Nutrition-ის ოფისებში, საწარმოებსა და კვლევით ცენტრებში. ხელშეკრულება ითვალისწინებს ჰოლანდიელ სპეციალისტთა საქართველოში ჩამოსვლასაც და ტრენინგების ჩატარებას, როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი კლიენტი ფერმების თანამშრომელთათვის.

ცოდნისა და გამოცდილების ამგვარი გაზიარების შედეგად, მუდმივად ვცდილობთ ინოვაციური

პროექტების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას.

 

ნუტრიმაქსის“ პროდუქციის მომხმარებლები არიან საქართველოს მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერები. მათ წარმატებულ საქმიანობაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი ამოცანაა.

ჩვენ ფერმერებს ვთავაზობთ, როგორც მზა საკვებს, ასევე საუკეთესო ხარისხის პრემიქსებსა და კონცენტრატებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფრინველებისა და ცხოველების ეფექტიანი ზრდისათვის.

მათ აქვთ უფასო კონსულტაციების მიღების შესაძლებლობაც, საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

ნუტრიმაქსიმუდმივად ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს და სთავაზობს

მაღალი სტანდარტებით წარმოებულ პროდუქციას.       

მომხმარებლები