ჩვენ შესახებ

 

ჩვენ შესახებ 


 

კომპანია „ნუტრიმაქსი“ 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა საშუალო და მცირე ფერმერთა ცხოველებისა და ფრინველების უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის საკვებით, მისი დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით.

„ნუტრიმაქსის“ მომხმარებლები არიან საქართველოს მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერები. მათ წარმატებულ საქმიანობაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი ამოცანაა.

ჩვენ ფერმერებს ვთავაზობთ როგორც მზა საკვებს, ასევე საუკეთესო ხარისხის პრემიქსებსა და კონცენტრატებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფრინველებისა და ცხოველების ეფექტიანი ზრდისათვის. მათ აქვთ უფასო კონსულტაციების მიღების შესაძლებლობაც, საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს, მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ვეტერინარული ან ზოოტექნიკური განხრით იძენენ ცოდნას და ეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზებაში.


მისია


 

კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი  პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და  კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.

 

პროდუქცია და მომსახურება


 

ჩვენს მომხმარებელს ვუზიარებთ მსოფლიოში საკვების მწარმოებელი წამყვანი კომპანიის Trouw Nutrition-ის კვალიფიციურ გამოცდილებას და ვთავაზობთ საუკეთესო ხარისხის მზა საკვებსა და საკვებდანამატებს, როგორიცაა:

Milkiwean - გოჭების პრესტარტერი;

Chick-Care - უმაღლესი ხარისხის პრესტარტერი წიწილებისათვის;

Hendrix - კონცენტრატები, როგორც  ბროილერების, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის;

Maxcare - პრემიქსები ფრინველების, ღორებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის;

Broiler Max - მზა საკვები და კონცენტრატები ბროილერებისათვის;

Braun Mix – მზა საკვები ბროილერებისათვის;

Layer Max – მზა საკვები კვერცხმდებელი ფრინველებისათვის;

Pig Max - მზა საკვები და კონცენტრატები  ღორებისათვის;

Milk Max – მზა საკვები მეწველი ფურებისათვის;

Beef Max- მზა საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის.

პროდუქციის ფართო არჩევანის გარდა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უფასო ლაბორატორიულ მომსახურებას, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ საკუთარი საკვებისა თუ ნედლეულის ხარისხის შემოწმებას.

 

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში მომხმარებლებს ვეხმარებით საკვები რაციონის შედგენაშიც, რისთვისაც ვსარგებლობთ Bestmix-ის პროგრამული უზრუნველყოფით - Trouw Nutrition-ის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით - და ვუწევთ კონსულტაციებს მათი საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

კომპანია „ნუტრიმაქსი“ მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს და სთავაზობს მაღალი სტანდარტებით წარმოებულ პროდუქციას.

 

Nutreco-სა და Trouw Nutrition-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში


 

Nutreco მსოფლიო ლიდერია ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების წარმოებაში. მის მრავალფეროვან პროდუქციას მილიონობით მყიდველი ჰყავს მსოფლიო მასშტაბით.

Nutreco-ს მთავარი პრინციპებია: ხარისხი, ინოვაცია და სტაბილურობა. კომპანიის 100-წლიანი მოღვაწეობის შედეგია ცოდნისა და გამოცდილების მდიდარი მემკვიდრეობა, 11 000-მდე თანამშრომელი მსოფლიოს 35 სახელმწიფოში და პროდუქციის რეალიზება 80-მდე ქვეყანაში.

Trouw Nutrition Hifeed გახლავთ Nutreco-ს შვილობილი კომპანია, ასევე მსოფლიო ლიდერი ცხოველთა საკვებად აუცილებელი პრემიქსებისა და მინერალების ინდუსტრიაში.

„ნუტრიმაქსი“ სწორედ ამ ორი უმსხვილესი კომპანიის Nutreco-სა და Trouw Nutrition Hifeed-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი პროდუქცია იყოს  მუდმივად  უმაღლესი ხარისხის და ნებისმიერი მსოფლიო ინოვაცია სწრაფად და ეფექტიანად დავნერგოთ ქართულ ბაზარზე.

 

Know-How შეთანხმება  


 

2013 წლიდან კომპანია „ნუტრიმაქსსა“ და  Trouw Nutrition-ს შორის გაფორმებულია Know-How შეთანხმება,  რომელიც გულისხმობს მათი ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვას ჩვენს კომპანიასა და მომხმარებლებში.

ამ შეთანხმების ფარგლებში კომპანიის სპეციალისტები გადიან გადამზადებას ჰოლანდიაში, Trouw Nutrition-ს ოფისებში, საწარმოებსა და კვლევით ცენტრებში. ხელშეკრულება ითვალისწინებს ჰოლანდიელ სპეციალისტთა საქართველოში ჩამოსვლასაც და ტრენინგების ჩატარებას როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი კლიენტი ფერმების თანამშრომელთათვის.

ცოდნისა და გამოცდილების ამგვარი გაზიარების შედეგად, მუდმივად ვცდილობთ ინოვაციური პროექტების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას.


ხარისხის მუდმივი კონტროლი


 

მომხმარებელთათვის ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება ჩვენი უპირველესი ამოცანაა. ყველა პროდუქტი გადის ხარისხისა და ქიმიური შემადგენლობის მკაცრ კონტროლს, რაც გარანტია იმისა, რომ არ ჩამოვრჩეთ ევროპულ სტანდარტებს და დავაკმაყოფილოთ ქართული ფერმების მოთხოვნები ცხოველთა და ფრინველთა კვების  სფეროში.

კომპანია მუდმივად აგზავნის წარმოებულ პროდუქციას Nutreco-ს შვილობილი კომპანიის Masterlab-ის ლაბორატორიაში, სადაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ამოწმებენ და უტარებენ ანალიზს. Masterlab ევროპის წამყვანი ლაბორატორიაა, როგორც ცხოველთა, ასევე ადამიანთა საკვებისა და ფარმაცევტული პროდუქციის კონტროლის სფეროში. 

2013 წლის მარტიდან კომპანიაში ფუნქციონირებს NIR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია, ხოლო  2015 წლიდან - ლაბორატორიული სერვისი Myco Master. ეს სერვისები საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე წამში მივიღოთ საკვები ნედლეულისა და მზა საკვების მაქსიმალურად ზუსტი ქიმიური შემადგენლობა.

2016 წლიდან „ნუტრიმაქსის“ ლაბორატორიას შეემატა ორი ახალი მოწყობილობა: Holmen Durability Tester და Kahl Hardness Tester - გრანულის სიმყარისა და მისი სიმტკიცის განმსაზღვრელი ტექნიკა. ეს ხელსაწყოები საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვაკონტროლოთ გრანულირებული პროდუქციის ხარისხი და მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი სტანდარტებით წარმოებული პროდუქცია.

 

თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმო



2016 წლის სექტემბერში გაიხსნა „ნუტრიმაქსის“ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმო, რომლის წლიური წარმადობა იქნება დაახლოებით 50 000 ტონა საკვები ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისათვის.

პროექტი განხორციელდა Trouw Nutrition-ის აქტიური ჩართულობით და კონსულტაციებით, რაც უზრუნველყოფს ახალი ქარხნის შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან. 

Trouw Nutrition მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მონაწილეობას ქარხნისა და წარმოების  მართვის საკითხებში. ეს მოგვცემს ევროპული სტანდარტების დანერგვისა და მომხმარებლისათვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზების საშუალებას.

საკვები პროდუქცია, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობისა და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი, მოამარაგებს არა მხოლოდ  საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიასაც.

 

 

სიახლე „ნუტრიმაქსის“ მომხმარებელთათვის!


 

2017 წლიდან „ნუტრიმაქსის“ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს დაემატებაახალი პროდუქტები, როგორიცაა ბოცვრის, მწყრისა და თევზის (კარპისებრთა ოჯახის სახეობისათვის) გრანულირებული საკვები.

უახლოეს ხანში ჩვენი მომხმარებლებისათვის იგეგმება „ნუტრიმაქსის“ უკვე ნაცნობი პროდუქტების გრანულირებული სახით შეთავაზებაც.

„ნუტრიმაქსი“ მუდმივად ნერგავს სიახლეებს საკუთარი მომხმარებლებისათვის და მომავალშიც აქტიურად შესთავაზებს მათ უმაღლესი ხარისხის მრავალფეროვან პროდუქციას.