სიახლეები

კომპანია „ნუტრიმაქსმა“ წარმატებით დაასრულა სტუდენტური კონკურსის პროექტი აგრარულ უნივერსიტეტში.

2017-06-27

სტუდენტური კონკურსის განხორციელების მიზანი იყო:
· გამოევლინა აგრარულ და ბიზნეს სფეროში პოტენციურად წარმატებული სტუდენტები
· წარმატებული სტუდენტებისთვის სტიმულის მიცემა და მათთან ერთად სხვადასხვა   სახის პროექტების განხორციელება
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების ბიზნეს ადმინისტრირების  და ვეტერინარიის მე-3, მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები.
კონკურსი მიმდინარეობდა 4 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით, რაც მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
· აპლიკაციების მიღება და სტუდენტების გადარჩევის ეტაპს;
· სტუდენტების მიერ ჯგუფური ქეისების განხილვის ეტაპს;
· სტუდენტების მიერ ვიზიტს ჩვენს ქარხანაში;
· სტუდენტების მიერ პრეზენტაციების წარდგენის ეტაპს;
· სტუდენტების დაჯილდოების ეტაპს;
კონკურსის გამარჯვებულს, თამარ კარბელაშვილს საჩუქრად გადაეცა 1000 ლარი, II ადგილზე გასულს, ნინო ბართიას - 500 ლარი, III ადგილზე გასულს, გიგა აკოფაშვილს და გიორგი ლობჟანიძეს კი - 300-300 ლარი.
კომპანია ნუტრიმაქსი კიდევ ერთხელ ულოცავს და წარმატებას უსურვებს კონკურსის თითოეულ მონაწილეს!