News

პირველადი დახმარების შესახებ ტრენინგი

2018-10-08

ნუტრიმაქსის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების რეგულაციებთან დაკავშირებით, კომპანიის 30-მდე თანამშრომელს ჩაუტარდათ ტრენინგი პირველადი დახმარების შესახებ ბიდისი აკადემიის მიერ.

ტრენინგი მოიცავდა თემებს:  

  • გარემოს მავნე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანება;
  • სისხლდენების მართვა;
  • სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური ალგორითმი;
  • ტრამვის მართვა

 ტრენინგზე ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშოები, რომელშიც  მონაწილეობა მიიღო თითოეულმა თანამშრომელმა. კურსის წარმატებით დასრულებისთვის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.