News

ნუტრიმაქსს სტუმრად ეწვივნენ საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა და ნიდერლანდების კერძო კომპანიების წარმომადგენლები

2018-11-28

2018 წლის 21 ნოემბერს, კომპანია ნუტრიმაქსს ნიდერლანდების სამეფოს სავაჭრო მისიის ფარგლებში და NEC- ის (ნიდერლანდების ექსპორტის კომბინაციების) ორგანიზებით  სტუმრად ეწვივნენ საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა და ნიდერლანდების კერძო კომპანიების წარმომადგენლები.

ვიზიტის მიზანი იყო სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე ადგილობრივ კომპანიებთან შეხვედრა და გაცნობა, ახალი კონტაქტების დამყარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე მსჯელობა.