პარტნიორები

Nutreco

Nutreco არის მსოფლიო ლიდერი ცხოველებისა და თევზების კვების პროდუქტების წარმოებაში. მის მრავალფეროვან პროდუქტებს მილიონობით მყიდველი ჰყავს მსოფლიო მასშტაბით. Nutreco-ს მთავარი პრინციპებია: ხარისხი, ინოვაცია და სტაბილურობა. კომპნიის 100 წლიანმა მოღვაწეობამ მოიტანა ცოდნისა და გამოცდილების მდიდარი მემკვიდრეობა. Nutreco-ს ჰყავს 10 000 თანამშრომელი მსოფლიოს 30 ქვეყანაში, მისი პროდუქტები კი იყიდება 80 ქვეყანაში.

Trouw Nutrition International

Trouw Nutrition International არის პრემიქსების მსოფლიო ლიდერი ცხოველთა კვების ინდუსტრიაში. გამოირჩევა ინოვაციური საკვებითა და მომსახურებით. კომპანიას ჰყავს 3000 თანამშრომელი მსოფლიოს 25 ქვეყანაში. Trouw Nutrition International 1931 წლიდან აკმაყოფილებს კომპანიონების მოთხოვნილებებს ცხოველთა კვების ინდუსტრიაში.

MasterLab

MasterLab-ი არის დამოუკიდებელი ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი სახის ლაბორატორიულ მომსახურებას Nutreco-ს კომპანიებისა და მესამე მხარის მომხმარებლებისათვის. MasterLab ქმნის ღირებულ გადაწყვეტილებებს და არის საიმედო პარტნიორი  კვების ქსელში. MasterLab  აკონტროლებს და მართავს Nutreco-ს გლობალურ ლაბორატორიულ საჭიროებებს. ხელს უწყობს დეპარტამენტებისა და ინსტიტუტების ინოვაციურ პროცესებს.

CID LINES

 CID LINES აწარმოებს დასუფთავებისა და სადეზინფექციო პროდუქტებს სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებში, როგორიცაა მეცხვარეობა, მეღორეობა, მეფრინველეობა, სატრანსპორტო და გადამამუშავებელი მრეწველობა. CID LINES აქვს 25 წლიანი გამოცდილება და მსოფლიოს 5 კონტინენტზე 85ზე მეტ ქვეყანას ამარაგებს აღნიშნული პროდუქტებით. ეს მსოფლიო აღიარება ხარისხის გარანტიაა.

Unigrain Georgian Group

Unigrain Georgian Group ჩამოყალიბდა 2005 წელს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობა - ტრეიდინგი. პროდუქციის ძირითადი მომხმარებლებია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მეფრინველეობისა და მეცხოველეობის დარგში მომუშავე კომპანიები.