GEO Eng Rus
L.Ghoghoberidze 67b
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

პრაქტიკული მეცადინეობების გამართვის მიზნით, 4-12 აგვისტოს კომპანია ნუტრიმაქსმა ტრადიციულად უმასპინძლა აგრარული უნივერსიტეტის დამამთავრებელ, მე-5 კურსის სტუდენტებს.

კომპანია ნუტრიმაქსსა და აგრარულ უნივერსიტერს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გაფორმებულია 2014 წლიდან, ხორციელდება პერმანენტული ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებს:

  • სტუდენტთა ცოდნის გაღრმავების სპეციალური საკონკურსო თემების გამოცხადებით;
  • სასტიპენდიო პროგრამების გამოცხადებით;
  • უცხო ენის კურსების დაფინანსებით;

რაც ხელს უწყობს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული სტუდენტების გამოყოფას და მათი მომავალი კარიერული ზრდის მხარდაჭერას.
კომპანია ნუტრიმაქსი მომავალშიც გააგრძელებს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინატიის და მეცხოველეობის ფაკულტეტების სტუდენტებთან ურთიერთობას და საქართველოს სასოფლო სამეურნეო დარგში მომავალი სპეციალისტების მხარდაჭერას!