2015 წლის აპრილიდან ჩვენს კომპანიაში დაინერგა ახალი ლაბორატორიული სერვისი - Myco Master, რომელიც დროის მოკლე პერიოდში, მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრავს ნედლეულსა და პროდუქციაში მიკოტოქსინების რაოდენობას.
ამ მიზნით, 2015 წლის 27 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით კომპანიაში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა Trouw Nutrition-ის ექსპერტი, რომელმაც ჩვენს თანამშრომლებს ჩაუტარა ტრენინგები პროდუქციაში მიკოტოქსინების იდენტიფიცირების ინოვაციურ მეთოდებზე და მოგვცა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებისთვის.