GEO Eng Rus
L.Ghoghoberidze 67b
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

განახლებული Know How ხელშეკრულება

2016 წლის 1 ნეომბრიდან ძალაში შედის კომპანია ნუტრიმაქსსა და Trouw Nutrition-ს შორის გაფორმებული განახლებული Know-How ხელშეკრულება.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში კვლავ გაგრძელდება ნუტრიმაქსის მხარდაჭერა Trouw Nutrition-ის მიერ, როგორც ხარისხის კონტროლის, ასევე, ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გაზიარების მიმართულებით, რაც თავისთავად გულისხმობს მიღებული ცოდნის გავრცელებას ნუტრიმაქსის მომხმარებლებში და ფერმერებში.