GEO Eng Rus
L.Ghoghoberidze 67b
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

დაიწყო ახალი, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმოს მშენებლობა

2015 წლის აგვისტოდან დაიწყო კომბინირებული საკვების მწარმოებელი ახალი ქარხნის მშენებლობა, რომლის წლიური წარმადობა დაახლოებით 50 000 ტონა საკვები იქნება.

პროექტი ხორციელდება Trouw Nutrition-ის აქტიური ჩართულობით და კონსულტაციებით, რაც უზრუნველყოფს ახალი ქარხნის შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან.

უახლოესი ერთი წლის მანძილზე იგეგმება დაახლოებით 4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

ნოემბრის ბოლომდე დასრულდება 5000 ტონაზე გათვლილი მარცვლეულის შესანახი ელევატორის მშენებლობა, ხოლო დეკემბრიდან დაიწყება ქარხნის დანადგარების მონტაჟი.