2013 წლის ნოემბრის თვეში „აგრო თრეიდინგ ჯორჯიას“ მენეჯმენტი და სპეციალისტები დაესწრნენ Trouw Nutrition Hifeed-ის მიერ სპეციალურად მისი დისტრიბუტორებისა და პარტნიორებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებას.
ღონისძიება მოიცავდა სემინარებს მეცხოველეობა-მეფრინველეობის სფეროში არსებული გლობალური ტენდენციების ანალიზს, კონკრეტული პროდუქტების პრეზენტაციებს და ვიზიტებს Trouw Nutrition-ის კვლევით ცენტრებში ჰოლანდიასა და ბელგიაში.