ნუტრიმაქსი კიდევ ერთ ახალ გრანულირებულ პროდუქტს გთავაზობთ წიწილებისთვის.
წიწილის პრესტარტერი წარმოადგენს 2-მმ ზომის გრანულირებულ საკვებს, რომელიც გამოიყენება წიწილების გამოსაკვებად სიცოცხლის პირველიდან - მეშვიდე დღის ჩათვლით. გრანულირებული პრესტარტერი ხელს უწყობს საკვების ადვილად ათვისებას, რომელიც უზრუნველყოფს წიწილის მაქსიმალურ პროდუქტიულობას გამოზრდის პერიოდში.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მწყერისა და ბოცვრის საკვების წარმოებაზე და უახლოეს მომავალში აღნიშნულ პროდუქტებსაც შემოგთავაზებთ!