2015 წლის 5 ნოემრიდან, კომპანია „აგრო თრეიდინგ ჯორჯია“-მ განახორციელა სრული რებრენდინგი და საქმიანობას „ნუტრიმაქსი“-ს სახელწოდებით განაგრძობს.
რებრენდინგის პროცესში შეიცვალა კორპორაციული სტილი - კომპანიის ლოგო და დასახელება.
ამასთანავე, განისაზღვრა კომპანიის მისია, ხედვა და პოზიციონირება.
ლოგოს კონცეფცია აგებულია დაბალანსებულ საკვებზე, რაც კომპანიის საქმიანობის სფეროს უსვამს ხაზს და ხარისხიანობის, მზრუნველობისა და პოზიტივის გამომხატველია.
უახლოეს მომავალში მომხმარებელი ცვლილებას იგრძნობს, როგორც მარკეტინგული აქტივობების, ისე პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდის მიმართულებითაც.