2016 წლის 24 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ჩატარდა დასაქმების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იყო 72 კომპანია, მათ შორის „ნუტრიმაქსი“. კომპანიის წარმომადგენლები გაესაუბრნენ 100-მდე სტუდენტს მიმდინარე ვაკანსიებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გამოავლინა რამოდენიმე სტუდენტი სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.