2014 წლის აგვისტოდან ჩვენმა კომპანიამ დაიწყო ახალი პროდუქტის დანერგვა მეხორცული ფრინველის გამოსაზრდელად, რომელიც შეიცავს, როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმოშობის ნედლეულს და გამდიდრებულია უმაღლესი ხარისხის MAXCARE პრემიქსის გამოყენებით.
BRAUN MIX - 30%-იანი კონცენტრატი შემუშავებულია ჰოლანდიური კომპანია Trouw Nutrition-ის რეკომენდაციებით, როგორც სპეციალური საკვებდანამატი მეხორცული ფრინველის საკვებ ულუფაში ჩასართავად.
აღნიშნული კონცენტრატი წარმოადგენს პროტეინების, ვიტამინებისა და მინერალების სრულფასოვან ნაკრებს, რომელიც უზრუნველყოფს გამოზრდის ნაკლები დანახარჯებით ფრინველის პროდუქტიულობის (წონამატი) ეფექტურ ზრდას.