ტრადიციულად, ნუტრიმაქსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ Trouw Nutrition-ის მიერ ორგანიზებულ დისტრიბუტორთა ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა 29 ოქტობრიდან - 1 ნოემბრის ჩათვლით, ქ. ბელფასტში, დიდ ბრიტანეთში.
ღონისძიების მიზანი იყო Trouw Nutrition-ის ახალი სერვისების გაცნობა, არსებულ პარტნიორებთან შეხვედრა და დისტრიბუტორთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ Trouw Nutrition-ის პარტნიორები მოფლიოს 30-მდე ქვეყნიდან;