“ნუტრიმაქსი” სოფელ გამარჯვებაში შინაური ცხოველების, ძაღლებისა და კატების საკვების საწარმოს მიმდინარე წლის შემოდგომაზე აამოქმედებს. საწარმოსთვის კომპანიამ დაახლოებით 2.5 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. ახალი საწარმო 30-მდე ადამიანს დაასაქმებს.