2016 წლის 13-17 ნოემბერს კომპანიის მენეჯმენტი იმყოფებოდა Trouw Nutrition-ის მიერ ორგანიზებულ „დისტრიბუტორთა ყოველწლიურ შეხვედრაზე“ ჰანოვერში. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა სპეციალურად Trouw Nutrition-ის პარტნიორებისა და დისტრიბუტორებისთვის, რომელიც მიმართული იყო მათ შორის გამოცდილების გაზიარებასა და პროდუქციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდებაზე.
ამასთანავე, კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ Eurotier Fair 2016-ის გამოფენას, რომელიც ითვალისწინებდა Trouw Nutrition-ის პარტნიორი კომპანიებისთვის ცხოველთა და ფრინველთა კვების თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას