2014 წლის ივნისის თვეში, Know-How შეთანხმების ფარგლებში „აგრო თრეიდინგ ჯორჯიას“ ეწვია ჩვენი პარტნიორი კომპანია Trouw Nutrition-ის სპეციალისტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის განვითარების დარგში. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანია Trouw Nutrition-ის გამოცდილების გაზიარებას, ჩვენი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებას.
ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტმა შეისწავლა ადგილობრივ ფერმებში არსებული მდგომარეობა, ჩაატარა ტრენინგები თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიების გაცნობასთან და პირუტყვის კვების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და მოგვცა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ხარისხიანი პროდუქციის შექმნისა და მსხვილფეხა რქოსანი ცხოველების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.