27-28 მაისს „ნუტრიმაქსს“ ეწვივნენ უკრაინელი პარტნიორები, ვიზიტის მიზანი იყო „ნუტრიმაქსისა“ და "Trouw Nutrition"-ის შორის "know How" შეთანხმების ფარგლებში პროდუქტის წარმოების, ხარისხისა და უსაფრთხოების კუთხით კონკრეტულ საკითხებზე ცოდნის გაზიარება, ერთობლივი მუშაობა და დანერგვა.
შეხვედრაზე განხილული იქნა „ნუტრიმაქსის“ როგორც საქართველოში Trouw Nutrition-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სამუშაო პროცესები, სტუმრებმა გაანალიზეს კომპანიაში მიმდინარე საკითხები და ერთობლივად იმსჯელეს პროდუქტების პორტფელის გაფართოებაზე.