2014 წლის აგვისტოდან ჩვენმა კომპანიამ დაიწყო მეხორცული პირუტყვის კვების ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა, რომელიც გულისხმობს პირუტყვის გამოზრდას მხოლოდ მთელმარცვლიანი სიმინდითა და პროტეინოვანი კონცენტრატით თივის გარეშე.
აღნიშნული კონცენტრატი დამზადებულია ჩვენი პარტნიორი ჰოლანდიური კომპანია Trouw Nutrition Hifeed -ის მიერ და წარმოადგენს პროტეინების, ვიტამინებისა და მინერალების სრულფასოვან წყაროს, რომელიც შემუშავებულია, როგორც სპეციალური საკვებდანამატი მეხორცული პირუტყვის საკვებ ულუფებში ჩასართავად.
ახალი კვების მეთოდი საუკეთესოა მეხორცული პირუტყვის გამოსაზრდელად და დროის მოკლე პერიოდში მაქსიმალური პროდუქტიულობის (წონამატის) მისაღწევად.