ნუტრიმაქსმა საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
2018 წლის 5-7 თებერვალს, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენა VIV MEA 2018-ზე, რომელიც გაიმართა არაბეთის გაერთიანებულ საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში.
კომპანიის მიზანი რეგიონალური ბაზრის ძირითადი მოთხოვნების, ინტერესების გაცნობა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების აღმოჩენაა.
ნუტრიმაქსის პროდუქციამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და დაიგეგმა ექსპორტის მიმართულებით სამომავლო ნაბიჯებიც შემდეგი ქვეყნებში: არაბთა გაერთიანებული ემირატები, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ირანი, ნიგერია, განა და სხვა.
ასევე, განხორციელდა არსებული და პოტენციური მომწოდებლების გაცნობა-კომუნიკაცია, რაც უზრუნველყოფს სამომავლო სტაბილურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას.