GEO Eng Rus
L.Ghoghoberidze 67b
+995 32 2305335
info@nutrimax.ge

ნუტრიმაქსის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა!

29 სექტმბერს გაიხსნა ნუტრიმაქსის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმო.

პროექტი განხორციელდა ჩვენი ჰოლანდიური კომპანიის “Trouw Nutrition”-ის სპეციალისტთა ჩართულობითა და პარტნიორობით.

საკვები პროდუქცია, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი, არამხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც მოამარაგებს. ქარხნის წარმადობა წლიურად 50 000 ტონა კომბინირებული საკვებია.

კომბინირებული საკვები არის უმაღლესი ხარისხის, დაბალანსებული, არაქიმიური პროდუქცია, რომელიც ფერმერთათვის მათი საქმიანობის გრძელვადიან შედეგსა და წარმატებას უზრუნველყოფს.

ქარხანასთან ერთად პროექტის ფარგლებში გათვალისიწნებულია ფერმერებისთვის რეკომედაციების მიცემა და მათი კონსულტირება საკვების გამოყენებაში.

საზეიმო ვითარებაში გახსნას ესწრებოდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.