2014 წლის 20 – 22 მაისს კომპანია „აგრო თრეიდინგ ჯორჯიას“ თანამშრომლები დაესწრნენ VIV Europe 2014-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენას ჰოლანდიაში, ქალაქ უტრეხტში, სადაც ევროპის წამყვან კომპანიებთან ერთად, საკუთარი სტენდით წარმოდგენილი იყო კომპანია Trouw Nutrition Hifeed- ი.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ Trouw Nutrition-ის მიერ ორგანიზებულ Animal Health Summit-ს და მოინახულეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანია Nutreco (Trouw Nutrition) -ს საწარმოები.