Winny – ზრდასრული კატის სრულყოფილი საკვები

90 ლ

შეფუთვა: 20კგ

პროდუქტის აღწერა

რა არის Winny?

Winny არის სრულად დაბალანსებული კატის საკვები, რომელიც წარმოებულია კომპანია Nutrimax-ის მიერ. Winny-ის დასამზადებლად მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული გამოიყენება. Winny სრულად აკმაყოფილებს თქვენი კომპანიონი ცხოველის საჭიროებებს.

რატომ Winny?

· Winny მზადდება ქათმისა და მარცვლეულის ფორმულით;

· შეიცავს ტაურინს;

· მდიდარია ანტიოქსიდანტებით (მათ შორის ვიტამინი E) და ომეგა მჟავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ იმუნური სისტემის ფორმირებას;

· მაღალი ხარისხის ცილა უზრუნველყოფს კუნთების სწორად ჩამოყალიბებას;

· კალციუმი, ფოსფორი და სხვა მინერალები უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების ჯანსაღ ფორმირებას;

· არ შეიცავს საღებავებს;

თითოეული ნედლეული მკაცრი ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგ გამოიყენება საკვების დასამზადებლად. სპეციალურად შემუშავებული ფორმულა უზრუნველყოფს კბილების სისუფთავეს, მბზინავ ბეწვსა და ჯანმრთელობას.

კვების რეკომენდაციები

კვების რეკომენდაცია: განკუთვნილია ყველა ჯიშის კატისთვის. თქვენი კატის მოთხოვნილებები შეიძლება განსხვავდებოდეს მითითებული რეკომენდაციისგან მისი აქტივობის დონისა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით. გთხოვთ, საკვების დოზის ზუსტი შერჩევისთვის კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ვეტერინართან/ნუტრიციოლოგთან.

 

შემადგენლობა: სიმინდი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიას შროტი, ქატო, სიმინდის ბუყი, ქათმის ცხიმი, ხორბალი, ღვიძლი, საფუარი სოკო, სუფრის მარილი, მზესუმზირის შროტი, ვიტამინ-მინერალური კომპლექსი, ტაურინი, მიკოტოქსინების შემბოჭველი, ანტიოქსიდანტი, თუთიის ოქსიდი.