ხბოს პრესტარტერი
ხბოს საკვები სიცოცხლის 4-5 დღიდან 2 თვის განმავლობაში
რა არის ხბოს პრესტარტერი?
ხბოს პრესტარტერი - არის მზა გრანულირებული საკვები ხბოებისთვის, რომელიც დამზადებულია საქართველოში „ნუტრიმაქსის“ მიერ. ხბოს პრესტარტერი მორგებულია სპეციალურად საქართველოს პირობებს, ხბოების ეფექტურად გამოსაზრდელად. პრესტარტერი გამოიყენება ხბოების გამოზრდის განსაკუთრებით კრიტიკულ პერიოდში, სიცოცხლის მე-4-5 დღიდან ორი თვის მანძილზე, სწორედ მაშინ როდესაც ხბოს უყალიბდება ფაშვი. ხბოს პრესტარტერი უზრუნველყოფს ფაშვის სწორ ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდანვე.
რატომ ხბოს პრესტარტერი?
ხბოს პრესტარტერი გამოიყენება, როგორც მერძეული მიმართულების, ისე მეხორცული მიმართულების ხბოების გამოსაზრდელად. კვების ტექნოლოგია ორივე შემთხვევისთვის მსგავსია.
ხბოს პრესტარტერი ხელს უწყობს ფაშვის ჩამოყალიბებას ხოლო პროტეინებით, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები უზრუნველყოფს ძლიერი ხბოს გამოზრდას.
გამოყენებული ინგრედიენტები:
სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი (დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოსგან), მზესუმზირის შროტი, ქერი, კირქვა, ვიტამინოვან-მინერალური დანამატი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული.
შენახვის ვადები და პირობები:
შენახვის ვადა : დამზადებიდან 5 (თვე) თვე;
შენახვის პირობები: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25 კგ ტომარა.