რა არის Dairy Max მეწველი ფურის კონცენტრატი?
· Dairy Max 22% კონცენტრატი არის მეწველი ფურის გრანულირებული კონცენტრატი, რომლის სპეციალური ფორმულა განკუთვნილია მაღალპროდუქტიული მერძეული მიმართულების ფურებისთვის.
· Dairy Max 22% კონცენტრატის გამოყენება დამოკიდებულია მეწველი ფურის საშუალო დღიურ მონაწველზე, ლაქტაციის ფაზაზე, მეწველი ფურის კონდიციაზე, კონკრეტული ფერმის წვნიანი და უხეში საკვების ხელმისაწვდომობაზე.
· Dairy Max 22% კონცენტრატი გამოიყენება სრულფასოვანი ულუფის მისაღებად და ერთ ფურს მიეწოდება 6 კგ-დან 9 კგ-მდე, სილოსთან და უხეშ საკვებთან შერეულ მდგომარეობაში.
რატომ Dairy Max მეწველი ფურის კონცენტრატი?
· Dairy Max 22% კონცენტრატი დაბალანსებულია სპეციალურად იმ მაღალპროდუქტიული ფურების გამოსაკვებად, რომლებიც ძირითადად საკვებად მოიხმარენ სიმინდის სილოსს.
· Dairy Max 22% კონცენტრატი სრულიად ანაცვლებს ფერმერის მიერ გამოყენებულ მარცვლეულის და შროტეულის ნაერთს.
· Dairy Max 22% კონცენტრატი ხელს უწყობს მთელი ლაქტაციის პერიოდში მაქსიმალური დღიური მონაწველის შენარჩუნებას.
· Dairy Max 22% კონცენტრატი დამზადებულია სპეციალური გრანულირების ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს საკვების მაქსიმალურ ათვისებას.
· Dairy Max 22% კონცენტრატი დამზადებულია მცენარეული წარმოშობის ნედლეულზე, რომელიც უზრუნველყოფს მეწველი მიმართულების საქონლის ჯანმრთელობას და საუკეთესო ხარისხის ნედლი რძის მიღებას.
გამოყენებული ინგრედიენტები:
ხორბალი, მზესუმზირის კოპტონი, სიმინდის გამოხდის მშრალი მარცვლის ნარჩენი (სგმმნ), სიმინდი, ქატო, კირქვა, შარდოვანა, მარილი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში);
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი;
შეფუთვა: 25 კგ.