ლ.ღოღობერიძის 67ბ
+995 32 2305335
info@nutrimax.ge
სანდო სტარტი - ღორის საკვები
შეფუთვა:
25კგ
პროდუქტის აღწერა
პროდუქტის აღწერა
კვების რეკომენდაციები
რა არის ღორის საკვები ,,სანდო’’ - სტარტი ?
სანდო სტარტი არის მზა კომბინირებული საკვები სასუქი ღორებისთვის 10-12კგ ცოცხალი წონიდან 25კგ ცოცხალ წონამდე.
რატომ ღორის საკვები ,,სანდო’’ სტარტი ?
სანდო სტარტი არის მზა კომბინირებული საკვები, რომელიც მორგებულია სპეციალურად სასუქი ღორის წონასა და კონკრეტულ ასაკს;
სანდო სტარტის 25კგ-ის ოდენობით გამოყენების შემთხვევაში სასუქი ღორი საშუალოდ იმატებს 13კგ ცოცხალ წონას;
სანდო სტარტი დაბალანსებულია ყველა აუცილებელი საზრდო ნივთიერებით და მისი გამოყენების შემთხვევაში არ არის საჭირო სხვა დამატებითი საკვების ან საკვებდანამატის გამოყენება;
სანდო სტარტი ხელს უწყობს სასუქი ღორის მაქსიმიმალური წონამატის მიღწევას.
გამოყენებული ინგრედიენტები:
Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, ქერი, მზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა:25კგ პოლიპროპილენის ტომარა.
კვების რეკომენდაცია:
სანდო სტარტი ბურვაკს უნდა მიეწოდოს 25კგ ოდენობით ნებაზე, მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე;
სანდო სტარტით კვებისას აუცილებელია ბურვაკის ჰქონდეს წვდომა სუსთა სასმელ წყალთან ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;
სანდო სტარტის გამოყენება უმჯობესია დაიწყოს პრესტარტერის და სანდო სტარტის საკვების შერევით სამი დღის განმავლობაში (ახალი ფაზის საკვებთან მეტად იოლი შეჩვევისთვის).
მოხმარების წესი:
სანდო სტარტი გამოიყენება პრესტარტერის ფაზის შემდეგ, გოჭის მიერ 10-12კგ ცოცხალი წონის მიღწევიდან;
სანდო სტარტით გამოზრდის პერიოდში ბურვაკს საკვები მიეწოდება 25კგ-ის ოდენობით.