სიახლეები

ნუტრიმაქსის ტექნიკური ჯგუფი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმაში

2017-08-09

ნუტრიმაქსის ტექნიკურმა ჯგუფმა მოინახულა  შიდა ქართლში არსებული მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები.

ვიზიტის ფარგლებში, განხორციელდა ფერმების ტექნიკური მხარდაჭერა, შეფასდა პირუტყვის გამოსაზრდელი პირობები და მოხდა  შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა საქონლის შენახვა-მოვლაზე და გამოზრდის სწორ მეთოდოლოგიაზე.

სრულად ...

ღორის საკვები „სანდო“

2017-08-03

ნუტრიმაქსის მიერ წარმოებულ ღორის საკვებ პროდუქციას შეემატა ახალი ბრენდი „სანდო“.

პროდუქტი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან, რომელიც განკუთვნილია მცირე შინა მეურნეობებისთვის, რათა მათ მიიღონ დაბალანსებული, კომბინირებული, გრანულირებული პროდუქტი, ხელმისაწვდომ ფასად. 

ღორის საკვები სანდო (სტარტი და გროუერ-ფინიში) უზრუნველყოფს ღორის ოპტიმალურ ზრდა-განვითარებას და ჯანმრთელობას ზრდის ყველა ეტაპზე.

პროდუქციის შეძენა მომხმარებელს შეუძლია, როგორც ნუტრიმაქსის მაღაზიათა ქსელში, ისე რეგიონებში, დილერების მეშვეობით.

სრულად ...

ISO 22000 - საერთაშორისო სურსათის უვნებლობის სისტემა ნუტრიმაქსში

2017-07-26

გაცნობებთ, რომ ნუტრიმაქსის ხარისხის მართვის ჯგუფმა აქტიურად დაიწყო მუშაობა საერთაშორისო სურსათის უვნებლობის სისტემის - ISO 22000-ის შემუშავება,  დანერგვასა და სერთიფიცერების პროცესში.

აღნიშნული სისტემა მოიცავს ყველა პროცესსა თუ სფეროს და უზრუნველყოფს -უსაფრთხო, სტაბილური პროდუქციის წარმოებას და მიწოდებას ჩვენსმოხმარებლამდე.

აღნიშნული სისტემის დანერგვა განაპირობებს ჩვენი კომპანიის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და დაგვეხმარება მთელი რიგი პროცესების დახვეწაში, რაც თავისთავად განაპირობებს კომპანიის წინსვლას და განვითარებას!

სისტემის შემუშავება  დაწყებულია და წლის ბოლომდე იგეგმება  კომპანიის სერთიფიცირება.

სრულად ...

ცხვრის საკვები

2017-07-04

გაცნობებთ, რომ ნუტრიმაქსის ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს ცხვრის საკვების შექმნაზე ბაგური პირობებისთვის.

 მიმდინარეობს საკვებზე ექსპერიმენტები და უახლოეს მომავალში შევძლებთ საკვების შეთავაზებას ჩვენი მომხრაებლებისთვის!

სრულად ...
ყველა სიახლე >>