ნუტრიმაქსი მდგრადი მომავლისადმი ერთგულებით ცდილობს შექმნას უკეთესი ხვალინდელი დღე. კომპანიაში სჯერათ, რომ ინოვაცია, პასუხისმგებლობა და ურთიერთანამშრომლობა ქმნის ჰარმონიულ ბალანსს ადამიანებს, ცხოველებსა და გარემოს შორის.
სასურსათო უსაფრთხოებაზე ზრუნვა

ნუტრიმაქსი ინოვაციური საწარმოო ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ხელს უწყობს ცილის წარმოებას და ამგვარად სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის პარალელურად, სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერების პროცესშიც შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი. კომპანია უზრუნველყოფს წვდომას მაღალხარისხიან კვებაზე და ამ გზით ცილის ეფექტურად შექმნას უწყობს ხელს. სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებითა და დაბალანსებულ საკვებზე ხელმისაწვდომობით ნუტრიმაქსი მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ხელშეწყობასაც ისახავს მიზნად.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისადმი ერთგულება

ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, ნუტრიმაქსი ამცირებს ეკოლოგიურ კვალს წარმოების ყველა ასპექტში, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და რესურსების შესანარჩუნებლად ხელს უწყობს წრიული ეკონომიკის განვითარებას. კომპანიისთვის პრიორიტეტია გონივრულად მართოს ეკოლოგიური რისკები. ეკოეფექტურობის მიღწევას კი რესურსების ეფექტური გამოყენებით, ენერგიის მოხმარების შემცირებით, ნარჩენების მართვითა და რეციკლირებით ცდილობს.
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება

ნუტრიმაქსი მრავალი წელია აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებში განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას, მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვასა და ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.
ამასთან ერთად, კომპანია კომპეტენტური ცოდნის გავრცელებით ეხმარება ადამიანებს სწორად იზრუნონ ოთხფეხა მეგობრებზე. აქ სჯერათ, რომ ინფორმირებული მშობლები უფრო ბედნიერ და ჯანმრთელ ცხოვრებას შესთავაზებენ კომპანიონ ცხოველებს.