Worker in a Nutrimax shirt wearing ear protection and inspecting an industrial area

ადამიანები და კარიერა

ნუტრიმაქსში თანაბარ შესაძლებლობებს და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს ვქმნით. თანამშრომლებთან ერთად ვვითარდებით და ვცდილობთ ვიყოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე დღეს ვართ.

მართვის სამართლიან პრინციპებზე დაყრდნობით ვქმნით გარემოს, სადაც გამჭვირვალობა და ურთიერთპატივისცემაა პრიორიტეტი. ერთობლივად ვზრუნავთ შევქმნათ ღირებულება და შესაბამისი ინოვაციური საწარმოო ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენებით შევუწყოთ ხელი სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის ცილის წარმოებას.

15 წელზე მეტია, ღირებულებების ერთგული ვრჩებით და გუნდთან ერთად, გარემოსა და ცხოველების კეთილდღეობაზეც აქტიურად ვზრუნავთ. ამ პროცესში, ასეულობით ათასი მომხმარებლის კმაყოფილებაზე კომპანიის მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ზრუნავენ.

ნუტრიმაქსის მამოძრავებელი ძალა მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გუნდია. პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ სხვადასხვა კულტურისა და ღირებულების მქონე ადამიანებისთვის ვქმნით ინკლუზიურ სამუშაო გარემოს. 

ნუტრიმაქსში, ყველა ადამიანისთვის თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს უზრუნველვყოფთ. ჩვენთვის მიუღებელია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. 

ვაკანსიები

თუ პროფესიულ განვითარებაზე ფოკუსირებული, პროგრესის მომხრე, ინიციატივიანი ადამიანი ხარ და საქმესაც გულით მიუდგები, შენი ადგილი ნამდვილად ჩვენს გვერდითაა. თვალი ადევნე განახლებად ვაკანსიებს და გახდი ნუტრიმაქსის გუნდის წევრი. გვჯერა, კომპანიის წარმატებას სწორედ შენი მსგავსი, შედეგზე ორიენტირებული, ენთუზიაზმით სავსე ნუტრიმაქსელები განაპირობებენ.

ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს გამოყენების პირობები