Nutrimax worker driving a forklift in a warehouse filled with stacked green and blue bags

გლობალური რეპრეზენტაცია

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის ცილის წარმოების ხელშეწყობისა და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, ნუტრიმაქსმა 2009 წელს დაიწყო ფერმერული მეურნეობებისთვის საკვების დამზადება.

წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, წარმოების შესაძლებლობების ახალ საფეხურზე ასაყვანად, კომპანიამ 2016 წელს გახსა პირველი მაღალტექნოლოგიური საწარმო. ამავე წელს გადავწყვიტეთ გავცდენოდით საქართველოს ფარგლებს და ნუტრიმაქსი საერთაშორისო მასშტაბით გვექცია ხარისხისა და საიმედოობის სიმბოლოდ. უწყვეტი პროგრესის იდეით შთაგონებულებმა კიდევ უფრო მეტი შემართებით განვაგრძეთ წინსვლა და 2023 წელს, ახალი საწარმოს გახსნით, ფერმერული მეურნეობებისთვის საკვებწარმოების პარალელურად დავიწყეთ კატებისა და ძაღლებისთვის დაბალანსებული საკვების დამზადება.

საექსპორტო პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის, კომპანიის ორი მაღალტექნოლოგიური საწარმო საქართველოში, სტრატეგიულად საინტერესო ლოკაციაზე მდებარეობს. როგორც საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირებული კომპანია, ნუტრიმაქსი, მსოფლიოს მასშტაბით, 200 000-ზე მეტ კმაყოფილ მომხმარებელს ემსახურება.

დღეს, კომპანიის 100-ზე მეტი პროდუქტი და 6 სხვადასხვა კატეგორიის ბრენდი საქართველოსთან ერთად, სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და მოლდოვაშია ხელმისაწვდომი. ამ მიღწევის უკან ნუტრიმაქსის 200-მდე, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური  თანამშრომელი დგას.

ნუტრიმაქსს ცოდნისა და პროფესიონალიზმის კონკურენტული დონე აძლევს შესაძლებლობას სტაბილურად აწარმოოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. დამატებითი ღირებულების შექმნისა და ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, კომპანიაში მომხმარებელს კერძო ბრენდის შექმნას ან საკვების დამზადებით უკვე არსებული ბრენდის განვითარების შესაძლებლობასაც ვთავაზობთ.

ნუტრიმაქსი საერთო ღირებულებების მქონე პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად არის. დაგვიკავშირდით, თუ სანდო, გლობალურად მზარდი პოტენციალის მქონე საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ხართ დაინტერესებული.

ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს გამოყენების პირობები