ცხოველების მრავალფეროვანი კვებითი საჭიროებების დაკმაყოფილებასთან ერთად, ნუტრიმაქსში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზეც ზრუნავენ. სჯერათ, რომ ტექნოლოგიურად გამართული პროდუქციის წარმოების პარალელურად, სწორი ცოდნის გავრცელებით შეძლებენ გააგრძელონ მომხმარებელზე ზრუნვა და მათთვის ღირებულების შექმნა.
ფერმერების წარმატების ხელშეწყობა

კომპანიაში ფერმერების უნიკალურ საჭიროებებზე ორიენტირებული, ვეტერინარებისა და კვების ტექნოლოგების კვალიფიციური ჯგუფი ჰყავთ. საკვების წარმოების პარალელურად, დარგის განვითარების მიზნით, სწორედ ამ ადამიანების კომპეტენციაზე დაყრდნობით უზიარებენ ფერმერებს იმ ცოდნა-გამოცდილებას, რომელიც მათი ყოველდღიური ოპერაციების ოპტიმიზაციისა და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლადაა საჭირო.
ცოდნა შინაური ცხოველების მშობლებისთვის

ნუტრიმაქსი კვალიფიციური ნუტრიციოლოგებისა და ვეტერინარების ჩართულობით სწორ ცოდნას აზიარებს სათანადო კვების პრაქტიკის, შინაური ცხოველების მოვლისა და სწორი ჯიშის შერჩევის შესახებ. მათი მიზანია პრაქტიკული ცოდნის გავრცელებით დაეხმარონ შინაური ცხოველების მშობლებს, სწორად იზრუნონ ოთხფეხა მეგობრებზე. მიაჩნიათ, რომ ცოდნა ადამიანებს კომპანიონი ცხოველების მოვლასთან დაკავშირებული უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
პარტნიორების განვითარებაზე ორიენტირება

ნუტრიმაქსში სჯერათ, რომ წარმატების მისაღწევად, პარტნიორი კომპანიები ერთმანეთის განვითარებაზე უნდა ზრუნავდნენ. სწორედ ამ ფილოსოფიის გამოა, რომ მაქსიმალურად ხელს უწყობენ პარტნიორების განვითარებას. ნუტრიმაქსი პარტნიორ კომპანიებს ქმედითუნარიანი ცოდნის მიღებაში ეხმარება და ისინი ბიზნეს ოპერაციების მასშტაბის ზრდისთვის საჭირო მხარდაჭერასაც იღებენ.