ხარისხი

მომხმარებელთა მოლოდინების გამართლება ნუტრიმაქსის მთავარი ამოცანაა. სწორედ ხარისხისადმი ერთგულება განაპირობებს კომპანიის რეპუტაციას, მომხმარებლის ნდობასა და ლოიალობას.

კომპანიის ფილოსოფია მარტივია – ნუტრიმაქსისთვის ხარისხი არის პასუხისმგებლობა იყოს მომხმარებლისთვის მარტივი და უტყუარი არჩევანი.

ხარისხის
მართვის სისტემა

  • ხარისხის კულტურის ჩამოყალიბება
    ჩვენ ვქმნით ხარისხის კულტურას მთელ კომპანიაში, სადაც თითოეული თანამშრომელი აცნობიერებს და იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის უვნებლობისა და უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
  • ნედლეულის ხარისხისა და მომწოდებლების კონტროლი 
    მომწოდებლებს ვარჩევთ საფუძვლიანი აუდიტების საფუძველზე, რათა უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენება. პროდუქტის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მკაცრი კონტროლი ხორციელდება შესყიდვის თითოეულ ეტაპზე.
  • რისკების მართვა და მონიტორინგი
    ჩვენი რისკების მართვის სისტემა უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას პოტენციურ საფრთხეებზე. პროაქტიული მონიტორინგი, კრიზისების მართვა და ბიზნესის უწყვეტობის გეგმა ხელს უწყობს პროდუქტის მთლიანობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვას.
  • მომხმარებელზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფა
    ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ მომხმარებელთა საჭიროებებს, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტებს, ვინარჩუნებთ გამჭვირვალობას და ვაუმჯობესებთ პროცესებს ბაზრის მზარდი მოთხოვნებისა და რეგულაციების დასაკმაყოფილებლად.

სერტიფიკატები და
შესაბამისობა

ნუტრიმაქსისთვის მინიჭებული საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატები ხარისხისა და უსაფრთხოების მიმართ კომპანიის ურყევ ერთგულებას ასახავენ. კომპანია ISO 22000 ხარისხის მართვის სტანდარტს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემასთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს ფლობს. ეს სერთიფიკატები ერთგვარი დასტურია, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია უსაფრთხოებისა და საიმედოობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

უწყვეტი
განვითარება

ინდუსტრიის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, ნუტრიმაქსი უწყვეტი განვითარების გზით ზრუნავს წარმოების ტექნოლოგიებისა და პროცესების გაახლებაზე. კომპანია რეგულარულად ატარებს შიდა და გარე აუდიტს, რათა უზრუნველყოს ფერმერების, ვეტერინარებისა და შინაური ცხოველების მფლობელების მოლოდინებთან შესაბამისობა. უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირება ნუტრიმაქსს ხარისხის, ეფექტურობისა და მდგრადობის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს.

ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს გამოყენების პირობები