ნუტრიმაქსში წარმოების მოწინავე ტექნოლოგიას მაღალი ხარისხის ინგრედიენტებთან ვაერთიანებთ და უმაღლესი სტანდარტის დაცვით ვქმნით შინაური ცხოველების დაბალანსებულ საკვებს.
კომპანიას ინოვაციური საწარმოო ცოდნა ეხმარება შინაური ცხოველებისთვის ეფექტიანად აწარმოოს საკვები პროდუქტები და ამით წვლილი შეიტანოს ცილის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის პროცესში.
ნუტრიმაქსში გვჯერა, რომ თითოეული კომპანიონი ცხოველი უნიკალურია და რომ მათი კვებითი საჭიროებებიც ზომის, ასაკისა და ჯიშის მიხედვით განსხვავდება. სწორედ ამ მიზნით ვქმნით პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, რომელიც ცილების, მინერალებისა და ვიტამინების თვალსაზრისით, სრულად აკმაყოფილებს კატებისა და ძაღლების ინდივიდუალურ კვებით საჭიროებებს.
ნუტრიმაქსის მიერ წარმოებული საკვები ნუტრიციოლოგებისა და ვეტერინარების პროფესიული რეკომენდაციების დაცვითაა შექმნილი და ბაზარზე გამოჩენამდე გადის მკაცრ ლაბორატორიულ კონტროლს. წარმოების პროცესის უმაღლესი სტანდარტების დაცვით წარმართვაზე კომპანიის 200-მდე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი ზრუნავს.