ეთიკური ბიზნეს პრაქტიკა
ნუტრიმაქსის საქმიანობა ეთიკის პრინციპებსა და მორალურ ღირებულებებზე დაყრდნობით წარიმართება. კომპანიაში მიღებული გადაწყვეტილებები პატიოსნების, სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების ფასეულობებს ეფუძნება, რაც, თავის მხრივ, ადამიანებზე, ცხოველებზე, გარემოზე ზრუნვას და მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინებას გულისხმობს.
კომპანიის პასუხისმგებლობა ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნაზე, მრავალფეროვნების ხელშეწყობასა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ვრცელდება. კომპანიის ეთიკური პრინციპები და ღირებულებები ჩამოყალიბებულია კოდექსში, რომელიც ქცევის კონკრეტულ წესებს განსაზღვრავს და ეთიკური ღირებულებების კომპანიის საქმიანობაში ინტეგრირებას უზრუნველყოფს.
თანამშრომლების კეთილდღეობა
ნუტრიმაქსში დასაქმებული ადამიანები თავს დაცულად და დაფასებულად გრძნობენ. კომპანიაში არსებული გარემო ხელს უწყობს თანამშრომელთა ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას. აქ კარიერული განვითარების შესაძლებლობებში ინვესტირებით ზრდიან პროფესიულ პოტენციალს, რადგან სჯერათ, რომ სწორედ ინიციატივიან, მოტივირებულ ადამიანებს შეაქვთ წვლილი კომპანიის წარმატებაში.
განათლებისა და ინოვაციების მხარდაჭერა
უწყვეტი განვითარების კვალდაკვალ, კომპანია უნივერსიტეტებთან და კვლევით ინსტიტუტებთან პარტნიორობით ეხმარება გუნდის წევრებს ცოდნის გაღრმავებასა და კარიერულ წინსვლაში. ნუტრიმაქსი სტაჟირებისა და მენტორობის პროგრამების მეშვეობით აძლიერებს ახალგაზრდებს და მათ კიდევ უფრო დიდი სიმააღლეების დაპყრობის შესაძლებლობას აძლევს.
გარემოზე ზრუნვისა და ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში, ნუტრიმაქსი ინოვაციების მხარდაჭერისა და განვითარებაზე მუდმივი ორიენტირებით ცდილობს შექმნას უფრო ნათელი, მდგრადი მომავალი.