კვლევა და განვითარება

ნუტრიმაქსში, სჯერათ რომ ინოვაცია მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველია. მათი ერთგულება კვლევისა და განვითარების მიმართ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საკვებ გადაწყვეტილებებს ფერმებისთვის, შინაური ცხოველებისთვის და აკვაკულტურისთვის. 

მომხმარებელზე
ორიენტირებული ინოვაცია

ნუტრიმაქსში გააზრებული აქვთ ვისთვის, რა მიზნით ქმნიან და ავითარებენ პროდუქტებს. ამ პროცესში, კომპანიის თანამშრომლები მუდმივად საბოლოო მომხმარებელზე არიან ორიენტირებული. აქ სჯერათ, რომ ახალ ინიციატივებზე, თანამედროვე მეთოდებსა და მაღალხარისხიან პროდუქტზე ორიენტირებით შეძლებენ იზრუნონ მომხმარებელზე და ღირებულება შექმნან მათთვის. ამ პროცესს უწყვეტი კვლევის რეჟიმში ყოფნა კიდევ უფრო მეტად ამარტივებს. ეს ერთგვარი გარანტია დარჩნენ მომხმარებელთა მოთხოვნებთან და მოლოდინებთან შესაბამისობაში.

Small dog lying on the floor, looking at the camera

კვების მეცნიერება
და ფორმულირება

ნუტრიმაქსის პროდუქცია ნუტრიციოლოგებისა და ვეტერინარების პროფესიული რეკომენდაციების დაცვით  იქმნება და ბაზარზე გამოჩენამდე გადის მკაცრ ლაბორატორიულ კონტროლს. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კვების გადაწყვეტილებების შესაქმნელად, კომპანია პროფესიონალიზმს ეყრდნობა.  

უახლეს სამეცნიერო კვლევებთან შესაბამისობა და საკვების ფორმულის მუდმივი გაუმჯობესება ნუტრიმაქსს არა მხოლოდ ინდუსტრიის განვითარებადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში, არამედ, ცხოველთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებაშიც ეხმარება. 

მოწინავე აღჭურვილობა
და ექსპერტიზა

მიკრობიოლოგიური და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები ნუტრიმაქსს შესაძლებლობას აძლევს ადგილზე აწარმოოს ძირითადი კვლევები ნედლეულსა და მზა პროდუქტებზე, პროაქტიულად მართოს რისკები და შეინარჩუნოს ტექნოლოგიური სიზუსტე. 

უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად დაპროექტებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ლაბორატორიები კვლევისა და ვალიდაციის გზით ეხმარება კომპანიას მომხმარებელთა  საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს გამოყენების პირობები