Worker in a Nutrimax shirt wearing ear protection and inspecting an industrial area

მისია, ხედვა და ღირებულებები

მისია

ჩვენი მისიაა, სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის ცილის წარმოების ხელშეწყობა შესაბამისი ინოვაციური საწარმოო ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

ხედვა

ჩვენი ხედვა ეფუძნება მიზანს – ვიქცეთ სტაბილურობის, სანდოობისა და უწყვეტი განვითარების სიმბოლოდ. სწორედ ამ მისწრაფების გამოა, რომ მომხმარებელს ტექნოლოგიურად გამართულ, მაღალი ხარისხის კვების გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ. ამგვარად, ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პარალელურად, საკვების ხელმისაწვდომობაზე ვზრუნავთ და ამით ცილის წარმოებას ვუწყობთ ხელს, როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისთვის.

მისიის აღსრულებისკენ მიმავალ გზაზე, მომხმარებელზე ორიენტირებული ჰოლისტიკური ხედვა და სისტემური აზროვნება გვეხმარება დავრჩეთ ხარისხის, საიმედოობისა და პროგრესის სიმბოლოდ.

ღირებულებები

სამართლიანობა

ჩვენი გადაწყვეტილებები და ქმედებები სამართლიანობასა და პატიოსნებას ეფუძნება. ამ პრინციპებზე დაყრდნობით, ვქმნით გარემოს, სადაც გამჭვირვალობა და ურთიერთპატივისცემაა პრიორიტეტი. თავის მხრივ, ბიზნესის მართვისადმი ამგვარი დამოკიდებულება იწვევს ნდობას, როგორც გუნდის შიგნით, აგრეთვე, პარტნიორებისა და მომხმარებლების მხრიდან.  სწორედ ეს განაპირობებს ნუტრიმაქსის წარმატებას და განამტკიცებს ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაციას.

განვითარებაზე ორიენტირება

ვისწრაფვით, გავხდეთ იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავით გუშინ! სწორედ უწყვეტი განვითარების ეს ტრადიცია გვიბიძგებს ვიკვლიოთ უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების პოტენციალი. განვითარებაზე ორიენტირება და ინოვაციებისადმი ერთგულება ხარისხის, ეფექტურობისა და მდგრადობის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილების შესაძლებლობას გვაძლევს.

ზრუნვა

ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ოთხფეხა მეგობრებსა და გარემოზე, რადგან მიგვაჩნია, რომ კომპანიის ღირებულება სწორედ მათთვის იქმნება. ხარისხისადმი ერთგულებითა და წარმოების პროცესში ინოვაციების ინტეგრირებით, ვქმნით მდგრად მომავალს, როგორც საზოგადოებისთვის, აგრეთვე, ინდივიდებისა და მათი შინაური ცხოველებისთვის.

ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს გამოყენების პირობები