ჰაერის დაბინძურება მდგრადი განვითარებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ის თანაბრად ახდენს გავლენას როგორც სოციალურ, ისე ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების განვითარებასთან ერთად კვების უსაფრთხოებასა და კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.
,,მწვანე ეკონომიკის” ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული გარემოსდაცვითი სტრატეგიის საფუძველზე, ნუტრიმაქსმა წარმოების პროცესში განახლებადი ენერგიის ინტეგრირების გადაწყვეტილება მიიღო. გამარჯვების საწარმოში მზის პანელების დამონტაჟებით, კომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ნახშირბადის ანაბეჭდის შემცირებისა და მდგრადი განვითარებისკენ. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მინიმიზაციის მიზნით, ნუტრიმაქსი განახლებადი, ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით ზრუნავს ენერგორესურსების ოპტიმიზაციაზე.
მზე განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და ეფექტური წყაროა. წიაღისეული საწვავისგან განსხვავებით, მზის ენერგია ბუნებრივ რესურსებს არ ამცირებს, რაც გარემოზე კომპრომისის გარეშე უზრუნველყოფს ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ენერგოეფექტური მომავლისკენ გადადგმული ამ ნაბიჯით, ნუტრიმაქსმა კორპორატიული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და მდგრადი წარმოების მეთოდებისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ გამოავლინა.
კომპანია მდგრადი მომავლისადმი ერთგულებით ცდილობს შექმნას უკეთესი ხვალინდელი დღე. აქ სჯერათ, რომ სწორედ ინოვაცია, პასუხისმგებლობა და ურთიერთანამშრომლობა ქმნის ჰარმონიულ ბალანსს ადამიანებს, ცხოველებსა და გარემოს შორის.