ნუტრიმაქსი აგრძელებს განვითარების საერთაშორისო სტრატეგიას და Enterprise Georgia-ს მხარდაჭერით მონაწილეობს სოფლის მეურნეობის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში – VIV MEA 2025, რომელიც გაიმართება აბუ-დაბიში და აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ცხოველთა საკვების მწარმოებელ კომპანიებს მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით.
ნუტრიმაქსი, როგორც რეგიონში ცხოველთა კვების ხარისხის და ინოვაციების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, გამოფენაზე წარადგენს საკუთარ პროდუქციას – ვიტავმინოვან-მინერალურ დანამატებს და კონცენტრატებს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უკვე წარმატებით გამოიყენება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ნუტრიმაქსისთვის მონაწილეობა VIV MEA 2025-ში არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გლობალური პოზიციების გამყარებისა და ქართული წარმოების წარმოსაჩენად საერთაშორისო არენაზე.