ნუტრიმაქსი საერთაშორისო გამოფენებზე, ყახაზეთში

ნუტრიმაქსი ოფიციალურად იწყებს ოპერირებას ყაზახეთის ბაზარზე – ეს არის ნაბიჯი, რომელსაც კომპანია საერთაშორისო განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად მიიჩნევს. ნუტრიმაქსი აქტიურად მონაწილეობს ცენტრალური აზიის წამყვან აგრო გამოფენებში – KazAgro და AgroWorld Qazaqstan 2025-ში ადგილობრივ პარტნიორ კომპანია Savory-სთან ერთად, სადაც კომპანია წარმოადგენს ფერმერული ცხოველებისა და აკვაკულტურის საკვებ პროდუქტებსა და ინოვაციურ მიდგომებს.

ნუტრიმაქსის მიზანი მხოლოდ ბაზრის გაფართოება არ არის – კომპანიას სურს ყაზახეთის ბაზარზე გაავრცელოს ცოდნა, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური ტექნოლოგიები და პროდუქცია, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებას. ბრენდი ხედავს დიდ პოტენციალს როგორც სოფლის მეურნეობის, ისე კომპანიონი ცხოველების საკვების მიმართულებით, სადაც ხარისხიანი პროდუქციის მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

ყაზახეთი ნუტრიმაქსისთვის სტრატეგიულად მიმზიდველი ბაზარია – ქვეყნის მასშტაბი, გეოგრაფიული მდებარეობა და სოფლის მეურნეობის დინამიკური განვითარება ქმნის ხელსაყრელ პირობებს გრძელვადიანი პარტნიორობებისთვის.

ნუტრიმაქსს სჯერა ყაზახეთის ბაზრის პოტენციალის და მზად არის მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტები, ხოლო პარტნიორებს – ურთიერთსასარგებლო, გრძელვადიანი თანამშრომლობა.

KazAgro და AgroWorld Qazaqstan გამოფენებში ადგილობრივ პარტნიორ კომპანია Savory-სთან ერთად მონაწილეობა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს კომპანიის საერთაშორისო გაფართოების გზაზე, რაც ხაზს უსვამს მის მთავარი პრინციპს – სამართლიანობა, განვითარებაზე ორიენტირება და ზრუნვა. 

KazAgro/KazFarm – 22-24 ოქტომბერი, საგამოფენო ცენტრი EXPO, ასტანა, სტენდი: E30
AgroWorld Qazaqstan – 29-31 ოქტომბერი, ალმაატი, გამოფენების ცენტრი, სტენდი: 10-369

მსგავსი სიახლეები

ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს გამოყენების პირობები