8-10 აპრილს, ყაზახეთში, ნუტრიმაქსი შინაური ცხოველების ინდუსტრიის გამოფენაში იღებს მონაწილეობას. ZooExpo 2026 წარმოადგენს ცენტრალური აზიის უმსხვილეს გამოფენას, სადაც თავს იყრიან ყაზახეთის ბაზრის ლიდერები და დარგის ექსპერტები 12 ქვეყნიდან.
სტენდით ვიზიტის მიზანი ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ბაზარზე არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაა პოტენციური ბიზნეს კავშირების დამყარების გზით.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზია დინამიკურად მზარდი ჰაბია კატებისა და ძაღლების მშრალი საკვების სექტორისთვის, რაც განაპირობებს ნუტრიმაქსისთვის რეგიონის პრიორიტეტულობას. თუ გამოფენაზე გეგმავთ დასწრებას, ნუტრიმაქსის გუნდთან შეხვედრის ჩანიშვნას შეძლებთ აქ.