ზუსტად 9 წლის წინ, 2016 წელის 29 სექტემბერს გაიხსნა საწარმო, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ფერმერებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სანდო და ეფექტური გრანულირებული საკვებით. საწარმოს გახსნა იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი კომპანიის წარმატების გზაზე, რაც ნუტრიმაქსს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად აკონტროლოს წარმოების პროცესი, ხარისხი და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა.
კომპანია მუდმუვად ზრუნავს წარმოების პროცესის განვითარებაზე და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე. ნუტრიმაქსი წარმოების ყველა ეტაპზე იყენებს უსაფრთხო ტექნოლოგიებს, რაც იცავს ბუნებრივ რესურსებს და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.
ნუტრიმაქსი მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს, პარტნიორსა და ფერმერს ნდობისთვის და ერთგულებისთვის! თქვენი მხარდაჭერა და პროფესიონალიზმი არის საფუძველი ჩვენი საერთო წარმატებისა. ერთად ვქმნით წარმატების ისტორიას!