ორგანიზაციული მმართველობა

კომპანია ჰორიზონტალური მენეჯმენტის მოდელით მუშაობს. ვერტიკალური იერარქიის ელემენტები ჩვენს ორგანიზაციულ კულტურასა და მართვის სტილში ნაკლებადაა ინტეგრირებული. აქ როლები ფუნქციურადაა გადანაწილებული და შესასრულებელი ამოცანების გადაჭრის საკითხიც გუნდურობის პრინციპს ეყრდნობა. ჩვენთან ორგანიზაციული მმართველობა ღია კომუნიკაციასა და გამჭვირვალობას ეფუძნება.

კომპანიის შიგნით არსებული კოლეგიალური ფორმატები, ჰორიზონტალურ დონეზე, კონსესუსის პრინციპებზე დაყრდნობით გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ ეფექტური გადაწყვეტილებები და უზრუნველვყოთ ინკლუზიური გარემო.

კომპანიას მმართველთა საბჭო მართავს. დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან შემდგარ ამ ადმინისტრაციულ ერთეულს აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს. ორგანიზაციული სტრუქტურის სათავეში კი გენერალური დირექტორი დგას.

ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს გამოყენების პირობები