სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეული ნუტრიმაქსში

7 ივნისს მსოფლიო სურსათის უვნებლობის დღეს აღნიშნავს, ამ დღის მნიშვნელობას ვიზიარებთ ნუტრიმაქსში და ვიაზრებთ რომ სურსათის უვნებლობა პასუხისმგებლობაა, რომელიც ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება. კვირეულის ფარგლებში კომპანიაში სხვადასხვა შიდა აქტივობები და დისკუსიები გაიმართა.

თანამშრომლებმა ერთად განიხილეს ის გამოწვევები და მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც თანამედროვე გარემოში სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობას უკავშირდება.

ერთად გავიაზრეთ წლევანდელი სლოგანი – „მეცნიერება მოქმედებაში“ – და მივხვდით რომ მეცნიერება და კვლევებზე დაფუძნებული მიდგომები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რისკების სწორად იდენტიფიცირებისთვისა და მართვისთვის.

ვამაყობთ ჩვენი გუნდის შემართებითა და ერთგულებით. მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს რომ ნუტრიმაქსის პროდუქტები იყოს უსაფრთხო, ხარისხიანი, სანდო და ამართლებდეს მომხამრებლების მოლოდინებს.

მსგავსი სიახლეები

ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს გამოყენების პირობები