თანამედროვე ორგანიზაციებისთვის თანამშრომლების უწყვეტი განვითარება და სწორი ცოდნის მართვა საკვანძო მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე, ნუტრიმაქსმა აირჩია BDO Academy-ის LMS ციფრული სასწავლო პლატფორმა და წარმატებით დანერგა იგი კომპანიის შიდა სასწავლო პროცესებში.
BDO Academy LMS წარმოადგენს ინოვაციურ სისტემას, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, სტრუქტურირებულად და შედეგებზე ორიენტირებულად მართონ თანამშრომელთა სწავლება — შეარჩიონ საკითხები, თვალყური ადევნონ პროგრესს და გაზომონ ეფექტურობა.
ნუტრიმაქსისთვის ამ პლატფორმის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო უწყვეტი განვითარების კულტურის გასაგრძელებლად. ერთიანი, მოქნილი ციფრული სივრცის მეშვეობით შესაძლებელი გახდა თანამშრომლების ცოდნის გაღრმავება, სწავლების პროცესის ავტომატიზაცია და შედეგების ანალიზი.
ნუტრიმაქსი აგრძელებს განვითარებას!