ნუტრიმაქსი 28-29 ნოემბერს მონაწილეობს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაში – Agro Food, Drink, Tech Expo 2025, რომელიც ექსპო ჯორჯიაში გაიმართება და აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს სოფლის მეურნეობის, საკვებ წარმოებისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით.
ნუტრიმაქსი, როგორც ფერმერული და კომპანიონი ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანია, გამოფენაზე წარმოადგენს საკუთარ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და წარმატებით გამოიყენება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ესტუმრონ ნუტრიმაქსის სტენდს (11.14), გაესაუბრონ ტექნიკურ გუნდს და მიიღონ პროფესიული რჩევები, კვების რეკომენდაციები და პრაქტიკული ცოდნა.
Agro Food Expo 2025 ნუტრიმაქსისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, ცოდნის გაზიარებას და ქართული წარმოების წარმოჩენას ფართო აუდიტორიის წინაშე.
გამოფენაზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ ნუტრიმაქსის წარმომადგენლებს, გაიაროთ კონსულტაცია ვეტერინარებთან და მიიღოთ პრაქტიკული რჩევები.
ასევე, დაესწროთ პრეზენტაციას თემაზე: “სურსათის გლობალური პრობლემები და გამოწვევები ცილის წარმოებაში”.
28 – 29 ნოემბერს ესტუმრეთ ნუტრიმაქსის წარმომადგენლებსა და სტენდს (11.14) ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, 11:00 – 18:00 საათებში.