თბილისმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს მიეძღვნა. მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობა კომპანია „ნუტრიმაქსმაც“ მიიღო.
ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიები და B2B (Business-to-Business) შეხვედრები საუკეთესო პლატფორმა აღმოჩნდა არსებულ პარტნიორებთან კავშირების გასამყარებლად და ახალი, სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყებად.
უზბეკეთი – „ნუტრიმაქსის“ სტრატეგიული მიმართულება
„ნუტრიმაქსისთვის“ უზბეკეთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და დინამიურად მზარდი საექსპორტო ბაზარია. ცენტრალური აზიის რეგიონში მაღალხარისხიან ცხოველთა და ფრინველთა კვებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ქართულ წარმოებას კი ამ ბაზარზე უკვე საიმედო და სტაბილური პარტნიორის სახელი აქვს დამკვიდრებული.
ბიზნესფორუმზე გამართული შეხვედრები დაეხმარება კომპანიას, კიდევ უფრო ეფექტურად უპასუხოს რეგიონის საჭიროებებს და გააფართოოს საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი.
„საერთაშორისო ბიზნესფორუმებში მონაწილეობა „ნუტრიმაქსისთვის“ კარგი შესაძლებლობაა არა მხოლოდ საკუთარი პოტენციალის წარსაჩენად, არამედ მთლიანად ქართული წარმოების პოპულარიზაციისთვის. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას რეგიონულ ბაზრებზე მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის გატანასა და დამკვიდრებაზე.“
„ნუტრიმაქსი“ არ წყვეტს განვითარებას და მუდმივად მიისწრაფვის გლობალური მასშტაბების გაფართოებისკენ. უზბეკეთის ბაზარზე პოზიციების გაძლიერება კომპანიის საერთაშორისო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნესის ზრდას, ისე საქართველოს, როგორც რეგიონული საექსპორტო ჰაბის, როლის წინ წამოწევას.