21-23 ოქტომბერს კომპანია ნუტრიმაქსმა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ საერთაშორისო აგრარულ გამოფენაში KazAgroFarm 2026 მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებამ სხვადასხვა ქვეყნის აგროსექტორის წარმომადგენლები გააერთიანა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ახალი საქმიანი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობა შექმნა.
სამი დღის განმავლობაში ნუტრიმაქსის საგამოფენო სივრცე მასპინძლობდა ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების აგრარული სექტორის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ კომპანიის საქმიანობას, პროდუქციის ასორტიმენტსა და ცხოველთა კვების მიმართულებით კომპანიის გამოცდილებასა და შესაძლებლობებს.
გამოფენის ფარგლებში გამართული შეხვედრები დაეთმო აგროსექტორის აქტუალური საკითხების განხილვას, გამოცდილების გაზიარებას, ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენასა და არსებული პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებას.
ყაზახეთი და, ზოგადად, ცენტრალური აზიის რეგიონი ნუტრიმაქსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზარს წარმოადგენს. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ფერმერებთან და პარტნიორებთან, სთავაზობს მათ ხარისხიან პროდუქციასა და პროფესიულ მხარდაჭერას.
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ნუტრიმაქსის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ახალ ბაზრებზე კომპანიის ცნობადობის ზრდას, ბიზნესკავშირების გაფართოებასა და რეგიონში პოზიციების განმტკიცებას.